დღეს დინამოს 15 და 17 წლამდელთა გუნდები საქართველოს ჭაბუკთა ლიგის გათამაშებაში ჩაებნენ. ვლადიმერ გოჩაშვილის და ლევან გვანცელაძის შეგირდებმა გორის დილას ასაკობრივ გუნდებს უმაპინძლეს და დინამოს აკადემიის მოედანზე ჩატარებული მატჩები დიდი ანგარიშით მოიგეს. 15 წლამდე დინამოელებმა 7:0 დაამარცხეს გორელი თანატოლები. დავითაშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ვაწაძემ დუბლი, ხოლო დარცმელიამ და ბერიაშვილმა თითო გოლი გაიტანეს. ხუთი უპასუხო ბურთით იმარჯვა 17 წლამდელთა გუნდმა. თავის გამოჩენა მოახერხეს ჩაჩუამ, სეიდოვმა, კოკაიამ, აღდგომელაშვილმა და თაგვაშვილმა. მომდევნო ტურის მატჩებს ჭაბუკები 7 აგვისტოს ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავენ.
დინამო U15 7:0 დილა U15
დინამო U15: ბულისკირია, გაბელაია, ბასარია, ბ. ხარშილაძე, შარაძე, დარცმელია, გ. ხარშილაძე, ბაბუნაძე, ვაწაძე, დავითაშვილი, ჯიჭონაია
შეცვლაზე შევიდნენ: ცანავა, გაბედავა, გულდედავა, ჩეკურიშვილი, ბერიაშვილი
დინამო U17 5:0 დილა U17
დინამო U17: ისიანი, ჩაჩუა, ყურშავიშვილი, ცერცვაძე, კალანდარიშვილი, აბუთიძე, ღვინიაშვილი, მ. ბაშალეიშვილი, გოგილაშვილი, ყურაშვილი, სეიდოვი
შეცვლაზე შევიდნენ: ქავთარაძე, ჭურღულაშვილი, კოკაია, აღდგომელაშვილი, ერგემლიძე, თაგვაშვილი, თავხელიძე