8- დან 12 დეკემბრის ჩათვლით მოლდოვის ქალაქ ტირასპოლში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი შერიფის თასი 2015 გაიმართება. თასი 1998 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის გათამაშდება. დინამო თბილისის გარდა ტურნირში მონაწილეობას მასპინძელი შერიფი იღებს ორი გუნდით, ასევე იასპარეზებენ კიევის დინამო, სერბული იაგოდინა და ბულგარული დუნავი. გთავაზობთ გათამაშების განრიგს.