• Geo
  • Eng
06.10.2015
დინამოელები 19 წლამდელთა ნაკრებში

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები 6- დან 12 სექტემბრის ჩათვლით გაივლის შეკრებას და ბოლნისის სიონთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვასილ მაისურაძემ  შეკრების გასავლელად და მატჩში მონაწილეობის მისაღებას დინამო თბილისიდან 7 ფეხბურთელს უხმო. ჭაბუკ ჯვაროსნებთან ერთად მოემზადებიან: ლევან ისიანი, ლუკა ლოჩოშვილი, ვახტანგ კაპანაძე, დავით კობოური, გიორგი ზარია, ნიკა ბაშალეიშვილი და ენვერ ლილუაშვილი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024