ტირასპოლში მიმდინარე ტურნირზე- შერიფის თასი 2015, დინამოელებმა მეოთხე მატჩი გამართეს. თბილისელთა მეტოქე ბულგარეთის დუნავი გახლდათ. შეხვედრა თამაზ სამხარაძის გუნდმა თავიდანვე აქტიურად დაიწყო, სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობაც პირველივე წუთებიდან მოიპოვა და საბოლოოდ დინამოელებმა მეტოქეს 12 უპასუხო გოლი გაუტანეს. პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 5:0 მოიგო, დანარჩენი გოლები კი მეორე ნახევარში გავიდა. ჩაკვეტაძემ პოკერი შეასრულა, ჰეთ თრიქი გოგილაშვილის ანგარიშზეა, ფოჩხუა დუბლის ავტორია, ხოლო თითო გოლი ხარაბაძემ, კუციამ და ქაფიანიძემ გაუტანეს დუნავს. დინამოელებს 7 ქულა დაუგროვდათ და ბოლო ტურის წინ მეორე ადგილზე იმყოფებიან. ხვალ 11 საათსა და 30 წუთზე თბილისელები შერიფი 99- ს შეხვდებიან.
დინამო 12:0 დუნავი
დინამო: ბულისკერია, ქაფიანიძე, ლოჩოშვილი, კიკალიშვილი, კობოური, ყურაშვილი, ნინუა, აღდგომელაშვილი, ჩაკვეტაძე, ერგემლიძე, გოგილაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ხარაბაძე, ფოჩხუა, კუცია, ბასარია, ლურსმანაშვილი, სილაგაძე
ფოტოები აღებულია შერიფის ოფიციალური ვებ გვერდიდან fc-sheriff.com