ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე საინტერესო სპარინგ მატჩი გაიმართა. დინამოს 14 წლამდელტა გუნდმა ვლადიკავკაზის ალანიას შესაბამის ასაკობრივ გუნდს უმასპინძლა და 5:1 დაჯაბნა მეტოქე. შეხვედრა მთლიანად ვლადიმერ კაკაშვილის გუნდის უპირატესობით წარიმართა, რაც თბილისელებმა ანგარიშშიც ასახეს. მოისწრაფიშვილმა და თუდებიმ დუბლი შეასრულეს. ერთი გოლიც მექვაბიშვილის ანგარიშზეა.
U14 დინამო 5:1 ალანია
დინამო U14: ხარშილაძე, ჭავჭანიძე, მექვაბიშვილი, ჯანგიძე, ისმაილი, მაღალდაძე, კვარაცხელია, ყენია, იაკობიძე, მოისწრაფიშვილი, თუდები
შეცვლაზე შევიდნენ: თვალოძე, გუგუნავა, ქველაძე, აზაროვი, ჩაკვეტაძე