ჭაბუკთა ლიგაში მერვე ტურის მატჩები გამართეს დინამოს აკადემიის 15 და 17 წლამდელთა გუნდებმა. ჩვენმა ჭაბუკებმა ვიტ ჯორჯიელ თანატოლებს უმასპინძლეს და ორივე შეხვედრაში აჯობეს სტუმრებს.
ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა ვიტ ჯორჯიას შვიდი უპასუხო გოლით აჯობა. სტუმართა კარში გოლები დარცმელიამ (2), გულდედავამ, ბაბუნაძემ, გაბედავამ, ჯიჭონაიამ და ცანავამ გაიტანეს. დინამოს 15 წლამდელებმა ამ გამარჯვებით 22 ქულა დააგროვეს და გათამაშების აღმოსავლეთ ზონაში ერთპიროვნულად ლიდერობენ.
მოიგეს თავისი მატჩი 17 წლამდე დინამოელებმაც. ლევან გვანცელაძის შეგირდებმა ვიტ ჯორჯიას 1:0 მოუგეს. გამარჯვების გოლი ყურშავიშვილის ანგარიშზეა. დინამოელებს 8 მატჩიდან 19 ქულა აქვთ დაგროვილი და აღმოსავლეთ ზონის ცხრილში პირველ-მეორე ადგილს ინაწილებენ ლოკომოტივთან ერთად.
დინამო U15 7:0 ვიტ ჯორჯია U15
დინამო U15: მამარდაშვილი, გაბელაია, ბასარია, ჯანგიძე, შარაძე, დარცმელია, ბაბუნაძე, ვაწაძე, გ. ხარშილაძე, გაბედავა, ჯიჭონაია
შეცვლაზე შევიდნენ: თვალოძე, გულდედავა, ჩეკურიშვილი, ცანავა, მექვაბიშვილი, ჩიქოვანი
დინამო U17 1:0 ვიტ ჯორჯია U17
დინამო U17: ბულისკირია, კიკალიშვილი, ყურშავიშვილი, ნინუა, ხარაბაძე, სილაგაძე, კუცია, გოგილაშვილი, დავითაშვილი, ლურსმანაშვილი, სეიდოვი
შეცვლაზე შევიდნენ: ჩაჩუა, ჭურღულაშვილი, აბუთიძე, ღვინიაშვილი, ერგემლიძე, თავხელიძე