დღეს საბურთალოს ბენდელას სტადიონზე, სტარტი აიღო ბენდელას თასის ყოველწლიურმა ტრადიციულმა გათამაშებამ. ტურნირი 2004 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის ტარდება და მასში დინამოს აკადემიის 11 წლამდელთა გუნდიც იღებს მონაწილეობას. რევაზ გვარაკიძის შეგირდებმა პირველი მატჩი საბურთალოს სკოლის გუნდთან გამართეს და დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხეს მეტოქე. გოლები მასპინძელთა კარში შეცვლაზე შესულმა არჩაიამ (2) და იობაშვილმა გაიტანეს. ხვალ 11.00 საათზე პატარა დინამოელები რუსთაველ თანატოლებს გაეჯიბრებიან.
დინამო U11 3:0 საბურთალოს სკოლა
დინამო U11: გოცირიძე, მოლაშვილი, ბაგრატიონი, ხარაიშვილი, თოდუა, კობახიძე, გეგიძე, ბესელია, ნიკოლაიშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ჯოჯუა, არჩაია, იობაშვილი, ახალკაცი, მელქაძე, ახვლედიანი, კუხალეიშვილი