• Geo
  • Eng
27.11.2015
ცვლილებები დინამოს აკადემიაში

დინამოს აკადემიაში საკადრო ცვლილებების შედეგად - მთავარი ადმინისტრატორი ირაკლი ხუჯაძე აკადემიის დირექტორის პოსტს დაიკავებს.

ირაკლი ხუჯაძე დინამო თბილისის რიგებში 1993-94 წლებში თამაშობდა, სხვადასხვა დროს გამოდიოდა საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდებში - ფოთის კოლხეთი, ქუთაისის ტორპედო, რუსთავის გორდა, თბილისის ლოკომოტივი და თბილისის თსუ. მომდევნო წლებში მუშაობდა რეალიზაციის სამსახურის უფროსად, შემდეგ კი თბილგაზში აღნიშულ თანამდებობაზე და მოღვაწეობდა კერძო ბიზნესში. 2013 წლიდან კი დაუბრუნდა ფეხბურთს და დინამოს აკადემიაში განაგრძო საქმინაობა.

ყოფილი დირექტორი- არჩილ კეკელია დინამოს აკადემიაში 2013-15 წლებში მუშაობდა. კლუბი დიდ მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024