დინამოს აკადემიის 15 და 17 წლამდელთა გუნდებმა ჭაბუკთა ლიგაში მეცამეტე ტურის მატჩები გამართეს. დინამოელები ბენდელას სტადიონზე საბურთალოს დაუპირისპირდნენ.
ორივე შეხვედრა დაძაბულად, საინტერესოდ და სახიფათო მომენტებით დატვირთულად წარიმართა. ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდები საგოლე მომენტების მიუხედავად ორი უპასუხო ბურთით დამარცხდნენ. დინამოს 15 წლამდელებს 32 ქულა დარჩათ და გათამაშების აღმოსავლეთ ზონაში მეორე ადგილზე იმყოფებიან.
მოიგო თავისი შეხვედრა ლევან გვანცელაძის გუნდმა. დინამოს 17 წლამდელებმა საბურთალოს 2:1 აჯობეს. გოლები მასპინძლებს ყურაშვილმა და სეიდოვმა გაუტანეს. დინამოელებს 13 მატჩიდან 31 ქულა დაუგროვდათ და აღმოსავლეთ ზონის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აღზევდნენ.
საბურთალო U15 2:0 დინამო U15
დინამო U15: მამარდაშვილი, ბასარია, ბ. ხარშილაძე, ჯანგიძე, გაბელაია, დარცმელია, ბაბუნაძე, მექვაბიშვილი, გ. ხარშილაძე, ჩიქოვანი, ჯიჭონაია
შეცვლაზე შევიდნენ: თვალოძე, გაბედავა, ბერიაშვილი, გულდედავა, ჩეკურიშვილი, ვაწაძე, შარაძე
საბურთალო U17 1:2 დინამო U17
დინამო U17: ბულისკირია, ჩაჩუა, კაპანაძე, ნემსაძე, ბუღრიძე, ლურსმანაშვილი, სილაგაძე, აღდგომელაშვილი, გოგილაშვილი, ყურაშვილი, სეიდოვი
შეცვლაზე შევიდნენ: კოკაია, ცერცვაძე, აბუთიძე, კვანტალიანი, ღვინიაშვილი, თავხელიძე