საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. ჭაბუკმა ჯვაროსნებმა შესარჩევი მატჩები უელსთან 0:3 მარცხით დაიწყეს. შემდეგ 1:0 ალბანეთი დაამარცხეს და ბოლო ტურში ავსტრიასთან ფრედ 0:0 ითამაშეს. საბოლოოდ ვასილ მაისურაძის შეგირდებმა 4 ქულა დააგროვეს და ავსტრიის ნაკრებთან ერთად ელიტრაუნდში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვეს. ჭაბუკთა ნაკრებში დინამოელთაგან ლუკა ლოჩოშვილმა, ნიკა ბაშალეიშვილმა და ბექა მიქელთაძემ იასპარეზეს. გუნდის განაცხადში ასევე ლუკა გუგეშაშვილი და ვახო კაპანაძე გახლდათ. ელიტრაუნდის კენჭისყრა უეფას შტაბ ბინაში 3 დეკემბერს შედგება.