• Geo
  • Eng
29.05.2024
15 წლამდე დინამო სომხეთიდან ვერცხლის მედლებით ბრუნდება

ერევანში დასრულდა ურარტუს თასის გათამაშება 14 და 15 წლამდე ფეხბურთელთა შორის. დინამოელები ტურნირზე ორი გუნდით გაემგზავრნენ. 15 წლამდე შემადგენლობით და 14 წლამდე დინამოს მეორე გუნდით.

 

15 წლამდე დინამომ ტურნირი პიუნიკთან უგოლო ყაიმით გახსნა. შემდეგ იყო მარცხი 1-3 ურარტუსთან, 4-0 გამარჯვება სომხეთის ფედერაციის აკადემიის გუნდთან, 1-0 მოგება სელეროსთან და 3-0 გამარჯვება ნოასთან. თბილისელები ამ გამარჯვებამ ტურნირის ფინალში გაიყვანა სადაც ჩვენს გუნდს მეტოქეობა მასპინძელმა ურარტუმ გაუწია. ტურნირის გადამწყვეტი მატჩის ძირითადი დრო გუნდებმა გატანილი გოლების გარეშე დაასრულეს, პენალტების სერიაში კი მასპინძლებმა იმარჯვეს.

 

გათამაშების საუკეთესო ნახევარმცველი საბა შარვაშიძე გახდა, ხოლო საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი ნიკოლოზ ხატოიანმა ჩაიბარა.

 

14 წლამდე დინამო-2 პირველ მატჩში პიუნიკს შეხვდა და 1-0 იმარჯვა. შემდეგ იყო უგოლო ფრე ურარტუსთან და მარცხი სომხეთის ფედერაციის აკადემიის გუნდთან 0-2. დინამოელები მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდნენ სელეროსთან და ნოასთანაც იმავე ანგარიშით დათმეს შეხვედრა.

 

აქვს გაგაცნობთ დინამოელთა შემადგენლობას:

 

U15 დინამო: მათე ჭელიძე, გიგა გიგაური, დავით ცქვიტაია, ანდრია გოიშვილი, ნიკოლოზ ფოცხვერია, იოანე გოგიჩაიშვილი, ერეკლე ძელყორაშვილი, ლუკა შარიქაძე, საბა შარვაშიძე, გიორგი გერგედავა, გიორგი გორგაძე, ავთანდილ ხარძეიშვილი, ნიკოლოზ ძაძამიძე, რეზო გაზდელიანი, ნიკოლოზ ხატოიანი, ირაკლი რაზმაძე, საბა კილაძე, სანდრო მიქაუტაძე (მწვრთნელი - შალვა კვარაცხელია)

 

U14 დინამო-2: ნიკოლოზ ქავთარაძე, გიორგი ადუაშვილი, ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ილია კახიანი, თომა მანაგაძე, მათე ნადაშვილი, სანდრო ხატიაშვილი, თომა შენგელია, ილია ზაქარაია, დავით ალანია, ედუარდ შევარდნაძე, ნიკოლოზ მაჭარაშვილი, საბა ტაბატაძე, ლუკა კაკაშილი, ლაშა მაჭარაშვილი, გიგი ნავეიშვილი, ნიკოლოზ სისაური, ლუკა კაპანაძე, ონისე ყირიმელი, ნიჯათ საფაროვი (მწვრთნელი - გიორგი ჯმუხაძე)

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024