• Geo
  • Eng
09.12.2015
დასანანი ფრე იაგოდინასთან

შერიფის თასი 2015- ის მეორე სათამაშო დღე დინამოელებმა გახსნეს. თამაზ სამხარაძის გუნდის მეტოქე სერბული იაგოდინა გახლდათ, რომელმაც გუშინ შერიფის 99- იანების გუნდს 4:0 მოუგო. შეხვედრა თბილისელთა სათამაშო უპირატესობით დაიწყო და ბოლომდე ასევე წარიმართა. აღსანიშნავია სერბთა მხრიდან გადამეტებული სიხისტე, რომელსაც დინამოელები საკმაოდ ტექნიკური თამაშით პასუხობდნენ. ამან შედეგი ტაიმის დაწყებიდან ნახევარ საათში გამოიღო. თბილისელთა მორიგი სწრაფი შეტევა, იაგოდინას ფეხბურთელებმა საკუთარ საჯარიმოში წესების დარღვევით აღკვეთეს. თერთმეტმეტრიანი დარტყმა კი ჩაკვეტაძემ ზუსტად შეასრულა და გახსნა ანგარიში. მანამდე კი იმავე ჩაკვეტაძეს, ხარაბაძეს და ფოჩხუას ჰქონდათ საგოლე მომენტები. მეორე ნახევარიც დინამოელთა სრული უპირატესობით წარიმართა, ორჯერ იაგოდინას კარის ძელსაც მოარტყეს ბურთი. ერგემლიძემ ორი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, აღდგომელაშვილსაც ჰქონდა საგოლე სიტუაცია. საბოლოოდ შეხვედრა, რომელშიც თბილისელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და არაერთი გოლი უნდა გაეტანათ- ფრედ დასრულდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სერბებმა საჯარიმო შეასრულეს, ბურთი მეკარემ კი მოიგერია, თუმცა დაცვაში მცირე უყურადღებობა გაშვებულ გოლად დაგვიჯდა 1:1. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი ხვალ 12.00 საათზე კიევის დინამოსთან გამართავს.

დინამო  1:1  იაგოდინა

დინამო: ბულისკერია, ბასარია, ლოჩოშვილი, კობოური, ხარაბაძე, ნინუა, კუცია, სილაგაძე, ფოჩხუა, ჩაკვეტაძე, ერგემლიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ყურაშვილი, ლურსმანაშვილი, აღდგომელაშვილი, ქაფიანიძე, გოგილაშვილი

 

ფოტოები აღებულია შერიფის ოფიციალური ვებ გვერდიდან  fc-sheriff.com

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024