დღეს მოლდოვურ ტირასპოლში 1998 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის საერთაშორისო ტურნირი შერიფის თასი 2015 დაიწყო. დინამო თბილისი პირველ შეხვედრაში მასპინძლებს, ტირასპოლის შერიფს დაუპირისპირდა და 1:0 აჯობა მეტოქეს. პირველ ტაიმში (ტაიმები 35 წუთი მიმდინარეობს) თბილისელები ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. ნინუას და ფოჩხუას მართებდათ გოლის გატანა, თუმცა ბოლო მომენტში სიზუსტემ უმტყუნა ორივე ფეხბურთელს. მეორე ნახევრის დასაწყისში კი მასპინძლებმა შექმნეს ორი სახიფათო მომენტი. თამაში კი ბოლომდე გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. 45- ე წუთზე ქაფიანიძის თავით დარტყმული ოდნავ აცდა შერიფის კარს. 57- ე წუთზე კი დინამოელებმა მაინც მოახერხეს ანგარიშის გახსნა. მეტოქის მეკარის შეცდომით კარგად ისარგებლა ერგემლიძემ, ბურთი ჩაკვეტაძეს გადააწოდა და მანაც ზუსტი დარტყმით აიღო შერიფის კარი. თბილისელებმა და ტირასპოლელებმა რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და დინამომ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მატჩის ბოლოსკენ ერგემლიძემ მიიღო მეორე ყვითელი ბარათი და მოედნის დატოვება მოუწია. თამაზ სამხარაძის გუნდი ხვალ 12.00 საათზე სერბულ იაგოდინას შეხვდება. ამ უკანასკნელმა დღეს შერიფის 1999 წლამდელთა გუნდს 4:0 მოუგო, ხოლო კიევის დინამომ 5:1 აჯობა ბულგარულ დუნავს.
შერიფი 0:1 დინამო
გოლი: 0:1 ჩაკვეტაძე 57’
დინამო: ისიანი, კიკალიშვილი (ერგემლიძე), ქაფიანიძე, ლოჩოშვილი, ხარაბაძე, კობოური, ნინუა, ფოჩხუა (აღდგომელაშვილი), კუცია (ლურსმანაშვილი), ჩაკვეტაძე (სილაგაძე), გოგილაშვილი (ყურაშვილი)