• Geo
  • Eng
28.02.2016
დინამოელები ჭაბუკთა ნაკრებებში

საქართველოს 17 და 19 წლამდელთა ნაკრები გუნდები 1 და 3 მარტს ამხანაგურ შეხვედრებს გამართავენ. 17 წლამდე ჯვაროსნები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ორჯერ გაეჯიბრებიან სომხეთის 18 წლამდელთა ნაკრებს და ორივე სპარინგი 14.00 საათზე დაიწყება. ვასილ მაისურაძის შეგირდები ელიტ-რაუნდისთვის დასკვნით, მოსამზადებელ ეტაპს გადიან. 15-20 მარტს თბილისი უმასპინძლებს ევროპის ელიტ-რაუნდს, ჭაბუკ ჯვაროსნებს კი მეტოქეობას იტალიის, რუსეთის და ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრებები გაუწევენ. 17 წლამდელთა ნაკრებში დინამო თბილისიდან 8 ფეხბურთელია გამოძახებული: დავით კიკალიშვილი, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი კუცია, ლუკა სილაგაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ლევან ხარაბაძე, ნიკა ნინუა და ზუკა დავითაშვილი. საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები ქალაქ პოდგორიცაში 1 და 3 მარტს ორჯერ დაუპირისპირდება მონტენეგროს 19 წლამდელთა ნაკრებს. გიორგი ყიფიანმა აღნიშნულ სპარინგებში მოანწილეობის მისაღებად დინამო თბილისიდან ოთხი ფეხბურთელი- ლუკა ლოჩოშვილი, ბექა მიქელთაძე, ენვერ ლილუაშვილი და დავით კობოური გამოიძახა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024