• Geo
  • Eng
24.01.2016
19 წლამდელთა სანაკრებო მატჩი დინამოს აკადემიაში შედგა

დღეს საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთის 19 წლამდელთა ნაკრები მიიღო და გატანილი გოლების გარეშე დასცილდა. ამხანაგურ შეხვედრას ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიამ უმასპინძლა. მატჩი, რომელიც ქარისა და თოვლის თანხლებით მიმდინარეობდა, გარდამავალი უპირატესობით და მწირი საგოლე მომენტებით წარიმართა. გიორგი ყიფიანის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში სამმა დინამოელმა- რომან ჩაჩუამ, ლუკა ლოჩოშვილმა და ბექა მიქელთაძემ ითამაშა. შეცვლაზე კი დავით კობოური, ნიკოლოზ ბაშალეიშვილი, ლუკა ფოჩხუა და ენვერ ლილუაშვილი შევიდნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024