დასრულდა მინსკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი- განვითარების თასი 2016. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მეშვიდე ადგილისთვის შეხვედრაში ლიტვის ნაკრებს 2:1 მოუგო. დაპირისპირებაში ლიტველებმა გახსნეს ანგარიში, თუმცა ჯვაროსნებმა დინამოელი ლუკა სილაგაძის გოლით გაათანაბრეს. გამარჯვების გოლი ჯაბა კასრელიშვილმა გაიტანა და მატჩიც 2:1 დასრულდა.