შერიფის თასი 2015- ის მესამე სათამაშო დღეს ერთმანეთის პირისპირ ორი დინამო წარსდგა. თბილისელთა და კიეველთა შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. შეხვედრის პირველი სახიფათო შეტევა კიეველებმა განახორციელეს. შორიდან დარტყმული ბურთი ოდნავ აცდა ჩვენი გუნდის კარს. მომდევნო შეტევაში კი კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთი ლოჩოშვილმა ვერ გადაგზავნა კარში. ორივე გუნდი საკმაოდ ფრთხილად მოქმედებდა. დაახლოებთ 20 წუთის შემდეგ უკრაინელებმა კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმნეს. საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული ისევ არაზუსტი გამოდგა. მომდევნო შეტევაში თბილისელები ყოჩაღობდნენ, ჩაკვეტაძის გადაცემის შემდეგ ერგემლიძემ ვერ მოახერხა ახლო მანძილიდან დარტყმა. მეორე ტაიმი თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე კუთხურიც მოაწოდეს მეტოქის კართან. ერთ მომენტში კობოური გაცდა რამდენიმე მეტოქეს, შევიდა საჯარიმოში, მაგრამ ბოლო წამს მცველმა დაასწრო და ბურთი მორიგ კუთხურზე მოიგერია. 55- ე წუთზე კიეველებმა მოაწოდეს ჩვენს კართან კუთხური. ამჯერად უკვე თბილისელები გადაურჩნენ გაშვებულ გოლს. ორიოდე წუთში კი უკრაინელებმა სწრაფი კონტრშეტევა გოლით დაასრულეს. მატჩის ბოლოსკენ ჩვენმა გუნდმა ორი სახიფათო შეტევა განახორციელა. კობოურს საჯარიმოს ხაზიდან ოდნავ დააკლდა სიზუსტე. შემდეგ შეტევაში კი ბოლო დარტყმამდე აღარ მისულა საქმე და მატჩიც დასრულდა. თამაზ სამხარაძის გუნდი ხვალ 17.00 საათზე ბულგარულ დუნავს შეხვდება.
დინამო თბილისი 0:1 დინამო კიევი
დინამო თბილისი: ისიანი, ლოჩოშვილი, კობოური, კუცია, ფოჩხუა, ნინუა, ბასარია, სილაგაძე, ხარაბაძე, ჩაკვეტაძე, ერგემლიძე
შეცვლაზე შევიდნენ: გოგილაშვილი, ყურაშვილი, ლურსმანაშვილი, აღდგომელაშვილი, ქაფიანიძე
ფოტოები აღებულია შერიფის ოფიციალური ვებ გვერდიდან fc-sheriff.com