მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა სომხეთის 18 წლამდელთა ნაკრებთან მეორე სპარინგი გამართა. ამხანაგური შეხვედრა პირველი მატჩის დარად, ქართველების გამარჯვებით დასრულდა. ჭაბუკმა ჯვაროსნებმა მეზობლებს სამი უპასუხო ბურთით მოუგეს. გოლები პირველ ტაიმში გიორგი ივანიაძემ (2) და ბექა ქავთარაძემ გაიტანეს. მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ 3:0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. დინამო თბილისიდან მოედანზე დავით კიკალიშვილი, გიორგი კუცია, ნიკა ნინუა და გიორგი ჩაკვეტაძე გახლდათ. შეცვლაზე ლუკა ქაფიანიძე და ზუკა დავითაშვილი შევიდნენ.
შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ ვასილ მაისურაძის შეგირდებმა 4:1 დაჯაბნეს დღევანდელი მეტოქე. 15-20 მარტს კი თბილისი ევროპის ელიტ-რაუნდს უმასპინძლებს, ჭაბუკ ჯვაროსნებს მეტოქეობას იტალიის, რუსეთის და ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრებები გაუწევენ.