• Geo
  • Eng
15.12.2015
პრეზიდენტის ვიზიტი აკადემიაში

15 დეკემბერს კლუბის პრეზიდენტმა- რომან ფიფიამ, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის აღსაზრდელებს, მწვრთნელებსა და თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი და წლის წარმატებული დასასრული მიულოცა.

- ჩვენ გვმართებს უფრო მეტი და მიზანმიმართული მუშაობა, რათა ჩვენი ახალი თაობა წაადგეს დინამოს და ქართულ ფეხბურთს. იმედი მაქვს, რომ ერთად მივაღწევთ ყველა დასახულ მიზანს - აღნიშნა კლუბის პრეზიდენტმა.

ახალ 2016 წელს ახალგაზრდა ფეხბურთელები სახლებში აღნიშნავენ, თუმცა დასვენების პარალელურად, არდადეგების პერიოდში, ფორმის შენარჩუნებისათვის აკადემიის ექიმებისა და მწვრთნელების მიერ შემუშავებული ინდივიდუალური პროგრამით იხელმძღვანელებენ და იანვრის შუა რიცხვებიდან ისევ აკადემიის ბაზაზე დაბრუნდებიან.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024