დღეს დასრულდა ტირასპოლში მიმდინარე ტურნირი- შერიფის თასი 2015, რომელშიც დინამოელებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. თბილისელებმა მეხუთე მატჩში შერიფი’99 დაამარცხეს. თამაზ სამხარაძის ფეხბურთელებმა მასპინძლებს ერთის წილ სამი გოლი გაუტანეს, რითაც ტურნირზე ყველაზე მეტი- 17 გატანილი გოლი დააგროვეს. მოლდოველთა კარში ზუსტი დარტყმებით ჩაკვეტაძე და ნინუა გამოირჩნენ, ხოლო ერთი ბურთიც მასპინძლებს ავტოგოლად ჩაეთვალათ. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა მანამდე შერიფს აჯობეს 1:0, ფრედ 1:1 ითამაშეს იაგოდინასთან, დამარცხდნენ 0:1 კიევის დინამოსთან და 12:0 დაჯაბნეს ბულგარეთის დუნავი. დინამოელებმა 10 ქულა დააგროვეს და კიეველი სეხნიების შემდეგ მეორე ადგილი დაიკავეს. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი 5 თამაშში გატანილი 7 გოლით- გიორგი ჩაკვეტაძე გახდა.
დინამო 3:1 შერიფი’99
დინამო: ისიანი, ქაფიანიძე, ლოჩოშვილი, კიკალიშვილი, ხარაბაძე, ლურსმანაშვილი, ნინუა, ფოჩხუა, კუცია, ჩაკვეტაძე, გოგილაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: კობოური, ბასარია, ყურაშვილი, აღდგომელაშვილი, სილაგაძე, ერგემლიძე
ფოტოები აღებულია შერიფის ოფიციალური ვებ გვერდიდან fc-sheriff.com