• Geo
  • Eng
27.12.2015
მეორე ადგილი ბენდელას თასზე

დღეს ბენდელას თასზე 2004 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის ფინალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს საბურთალოს და დინამოს კადემიის 11 წლამდელთა გუნდი დაუპირისპირდა. შეხვედრა საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. მთელი პირველი ტაიმი მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ტაიმის ბოლო 5 წუთში კი მასპინძლებმა სამჯერ აიღეს დინამოელთა კარი და ფაქტიურად ტურნირის გამარჯვებულის ბედიც გადაწყვიტეს. მეორე ნახევარში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და მატჩიც 4:1 დასრულდა. დინამოელებმა ვერცხლის მედლებთან ერთად რამდენიმე ინდივიდუალური პრიზიც დაიმსახურეს. ტურნირის საუკეთესო მცველად- მუხრან ბაგრატიონი დასახელდა. საუკეთესო თავდამსხმელის ტიტული კი- ჯადული იობაშვილმა მიიღო. სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა- ლევან კობახიძე.

გუშინ ნახევარფინალში ჩვენი აკადემიის გუნდმა საბურთალო-ბენდელას პენალტების სერიაში 5:4 აჯობა. გუშინწინ დინამომ ვლადიკავკაზის იუნოსტს გაუტანა ხუთი უპასუხო გოლი. იმავე ანგარიშით თბილისელებმა სამეგრელოს მიურატს აჯობეს. მანამდე იყო ასევე 5:0 რუსთავთან და 3:0 საბურთალოს სკოლასთან. საბოლოოდ რევაზ გვარაკიძის შეგირდებმა ტურნირზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს. მეტოქის კარში გაიტანეს 19 და საკუთარ კარში მიიღეს 4 გოლი.

დინამო U11  1:4  საბურთალ

დინამო U11: გოცირიძე, მოლაშვილი, ბაგრატიონი, ხარაული, თოდუა, კობახიძე, გეგიაძე, ბესელია, იობაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ჯოჯუა, ახვლედიანი, არჩაია, მელქაძე, ნიკოლაიშვილი, ბაბლუანი, კუხალეიშვილი, ახალკაცი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024