დღეს ბენდელას თასზე იუნიორმა დინამოელებმა ნახევარფინალური მატჩი ჩაატარეს. დინამოელთა მეტოქე საბურთალო-ბენდელა გახლდათ. დაპირისპირება საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. არაერთი საგოლე სიტუაციის მიუხედავად ძირითად დროში გოლი არ გასულა. ფინალის საგზური კი მატჩისშემდგომი პენალტების სერიით გაირკვა, რომელშიც დინამოელებმა 5:4 იმარჯვეს. გუშინ ჩვენი აკადემიის გუნდმა ვლადიკავკაზის იუნოსტს გაუტანა ხუთი უპასუხო გოლი. იმავე ანგარიშით თბილისელებმა გუშინწინ სამეგრელოს მიურატს აჯობეს. მანამდე იყო ასევე 5:0 რუსთავთან და 3:0 საბურთალოს სკოლასთან. საბოლოო რევაზ გვარაკიძის შეგირდები ფინალამდე გოლის გაუშვებლად მივიდნენ. ხვალ ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა ბენდელას სტადიონზე 17.00 საათზე დაიწყება. ბენდელას თასის მოსაპოვებლად ერთმანეთს დინამო და საბურთალო შეეცილებიან.
დინამო U11 0:0 (5:4 პენ.) საბურთალო-ბენდელა
დინამო U11: გოცირიძე, მოლაშვილი, ბაგრატიონი, ხარაული, თოდუა, კობახიძე, გეგიაძე, ახალკაცი, ნიკოლაიშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ჯოჯუა, ახვლედიანი, არჩაია, მელქაძე, იობაშვილი, ბაბლუანი, კუხალეიშვილი, ბესელია