დასრულდა ალმა-ათიში მიმდინარე კაპაროვის სახელობის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი, რომელზეც დინამოელები 12 წლამდელთა გუნდით იყვნენ წარდგენილნი. დღეს თბილისელებმა მესამე ადგილისთვის შეხვედრა ტაშკენტის პახტაქორთან ოთხი უპასუხო გოლით დათმეს. აღსანიშნავია, რომ კახა გოგოლაძემ დღევანდელ შეხვედრაში უფრო მეტი დრო მისცა იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ნაკლებად მოუწიათ ტურნირზე ასპარეზობა.
ტურნირის საუკეთესო მცველის ტიტული დავით გოგოტიშვილმა დაიმსახურა, ხოლო გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი- ზაურ სიჭინავა გახდა.
დინამო U12 0:4 პახტაქორი U12
დინამო U12: ჯოჯუა, თარგამაძე, ოდიშვილი, ქავთარაძე, ბაგრატიონი, კერესელიძე, სიჭინავა, ხვადაგიანი, ქემოკლიძე, ბოგველი, იობაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: შურღაია, სიხარულაშვილი, გაგნიძე, აბუაშვილი, ბაბლუანი, ლაცაბიძე