დასრულდა ესპანეთში მიმდინარე 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ელიტ-რაუნდი. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები მესამე შეხვედრაში საბერძნეთს დაუპირისპირდა და 1:2 დათმო მატჩი. გიორგი ყიფიანმა პაექრობაში ორი დინამოელი- ლუკა ლოჩოშვილი და ბექა მიქელთაძე ჩართო. ერთადერთი გოლი ბერძნებს სწორედ ბექა მიქელთაძემ გაუტანა.