მინსკში მიმდინარე ტურნირზე- განვითარების თასი, საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა საინტერესო და თვალსასეირო მატჩში მოლდოველ თანატოლებს 5:4 აჯობა. აღსანიშნავია, რომ ხუთიდან ოთხი გოლი მოლდოველებს დინამოელებმა გაუტანეს. გიორგი ჩაკვეტაძემ დუბლი შეასრულა. თითო ზუსტი დარტყმით, კი ლუკა სილაგაძე და ლევან ხარაბაძე გამოირჩნენ. მანამდე ანგარიში სანდრო ანდრონიკაშვილმა გახსნა. ხვალ ჭაბუკი ჯვაროსნები ფინეთის ნაკრებს შეხვდებიან.