საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები 17- დან 24 იანვრის ჩათვლით მინსკის საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ჭაბუკი ჯვაროსნები განვითარების თასზე C ჯგუფში უკრაინის, მოლდოვის და ფინეთის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. ვასილ მაისურაძემ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად დინამო თბილისიდან 7 ფეხბურთელს უხმო.
მიხეილ ერგემლიძე, ლუკა სილაგაძე, დავით კიკალიშვილი, ლევან ხარაბაძე, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი კუცია ჭაბუკთა ნაკრების ღირსებას დაიცავენ.