• Geo
  • Eng
04.03.2016
19 წლამდელების მარცხი და გამარჯვება მონტენეგროსთან

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა, ქალაქ პოდგორიცაში მონტენეგროს 19 წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ ორი სპარინგი გამართა. ორივე შეხვედრა ერთანირი ანგარიშით 2:0 დასრულდა. 1 მარტს მასპინძლებმა აჯობეს ქართველებს, ხოლო 3 მარტს გიორგი ყიფიანის შეგირდებმა აიღეს რევანში. გოლები მონტენეგროს კარში არდაზიშვილმა და ართმელიძემ გაიტანეს. ჯვაროსნების შემადგენლობაში დინამო თბილისიდან ლუკა ლოჩოშვილმა, დავით კობოურმა, გიორგი მიქელთაძემ და ენვერ ლილუაშვილმა იასპარეზეს. 24-29 მარტს სევილიაში ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართება, ხოლო საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებს მეტოქეობას ესპანეთის, ინგლისის და საბერძნეთის ნაკრებები გაუწევენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024