დინამოს აკადემიის 15 და 17 წლამდელთა გუნდებმა ჭაბუკთა ლიგაში მეორე წრე განაახლეს და მეჩვიდმეტე ტურის მატჩები გამართეს. დინამოელები ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე გორელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და ორივე შეხვედრაში აჯობეს სტუმრებს.
დინამოს 15 წლამდელებმა განახლებული სეზონის პირველი შეხვედრა თავისი უპირატესობით წარმართეს და დილას ხუთი უპასუხო გოლიც გაუტანეს. გოლები სტუმართა კარში ჩიქოვანმა, კვარაცხელიამ, ჯიჭონაიამ, მექვაბიშვილმა და ჩარკვიანმა შეაგდეს. ამ გამარჯვებით დინამომ 44 ქულა დააგროვა და ბურთების ბალანსით 63/10, გათამაშების აღმოსავლეთ ზონაში მეორე ადგილზე იმყოფება.
დინამოს 17 წლამდელებმა 2:0 აჯობეს გორელ თანატოლებს. თავის გამოჩენა ყურაშვილმა და ბაბუნაძემ მოახერხეს. ლევან გვანცელაძის ფეხბურთელებს 17 მატჩიდან 43 ქულა დაუგროვდათ და აღმოსავლეთ ზონის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 38/8.
დინამო U15 5:0 დილა U15
დინამო U15: მამარდაშვილი, გაბელაია, ჯანგიძე, მექვაბიშვილი, ბ. ხარშილაძე, შარაძე, კვარაცხელია, ჯიჭონაია, არაბიძე, ქობულაძე, ჩიქოვანი
შეცვლაზე შევიდნენ: კარანაძე, ცანავა, ბერიაშვილი, ვაწაძე, გულდედავა, ჩეკურისვილი, ჩარკვიანი
დინამო U17 2:0 დილა U17
დინამო U17: ბულისკერია, კაპანაძე, ჭურღულაშვილი, ცერცვაძე, ნემსაძე, ლურსმანაშვილი, ხარშილაძე, ყურაშვილი, ერგემლიძე, ბაბუნაძე, სეიდოვი
შეცვლაზე შევიდნენ: ძოწენიძე, კალხიტაშვილი, აბულაძე, ღვინიაშვილი, გოგილაშვილი, უგრეხელიძე