ალმა-ათიში მიმდინარეობს კაპაროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, დინამოს 12 წლამდელთა გუნდმა დღეს ნახევარფინალი ითამაშა. ჩვენი გუნდის მეტოქე სანკტ-პეტერბურგის ზენიტი გახლდათ. ნახევარფინალი საკმაოდ დაძაბულად და გატანილი გოლების გარეშე წარიმართა. ორივე გუნდმა რამდენიმე სახიფათო მომენტი გაცვალა, თუმცა კარის აღებამდე საქმე არ მისულა. მატჩისშემდგომი პენალტების სერია ზენიტის ფეხბურთელებმა უფრო ზუსტად შეასრულეს და 5:4 მოიგეს. თბილისელები ხვალ მესამე ადგილისთვის შეხვედრას ტაშკენტის პახტაქორის წინააღმდეგ გამართავენ.
დინამო U12 0:0 (4:5 პენ) ზენიტი U12
დინამო U12: შურღაია, გოგიტიშვილი, ხვადაგიანი, ქავთარაძე, ბაგრატიონი, გაგნიძე, ლაცაბიძე, სიჭინავა, სიხარულაშვილი, აბუაშვილი, ბაბლუანი
შეცვლაზე შევიდნენ: თარგამაძე, ოდიშვილი
თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულეს: ოდიშვილი, გაგნიძე, ხვადაგიანი, აბუაშვილი