• Geo
  • Eng
28.03.2016
მოზარდი დინამოელები ნახევარფინალში გავიდნენ

ყაზახეთის ქალაქ ალმა-ათიში მიმდინარეობს კაპაროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც დინამოელები 12 წლამდელთა გუნდით ასპარეზობენ. გუშინ და დღეს ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართა. კახა გოგოლაძის შეგირდებმა ერთი მატჩი დუშანბეს გუნდთან, კოლოსალური სათამაშო უპირატესობის მიუხედავად პირველ წუთზე გაშვებული გოლით 0:1 დათმეს, ხოლო დღეს 4 უპასუხო გოლით შიმკენტის აკადემიის გუნდი დაამარცხეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. მატჩის პირველ ტაიმში გოლები ქავთარაძემ პენალტით და ბაბლუანმა გაიტანეს. მეორე ნახევარში კი გაგნიძემ და იობაშვილმა გამოიჩინეს თავი. ხვალ თბილისელი მოზარდები ტურნირის ნახევარფინალში სანკტ-პეტერბურგის ზენიტს დაუპირისპირდებიან.

დინამო U12  4:0  შიმკენტი U12

დინამო U12: შურღაია, გოგიტიშვილი, ხვადაგიანი, ქავთარაძე, ბაგრატიონი, გაგნიძე, ქემოკლიძე, სიჭინავა, სიხარულაშვილი, აბუაშვილი, ბაბლუანი

შეცვლაზე შევიდნენ: ჯოჯუა, თარგამაძე, ოდიშვილი, კერესელიძე, ლაცაბიძე, იობაშვილი ბოგველი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024