დღეს დინამოს აკადემიისა და საწვრთნელი ბაზის მოედნებზე ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის მესამე ტურის მატჩები გაიმართა და ის 4 გუნდიც გამოვლინდა, რომლებიც თასის მოსაპოვებლად გადამწყვეტ შეხვედრებს გამართავენ. მესამე სათამაშო დღე აკადემიის მოედანზე დინამო 2- სა და ლოკომოტივის მატჩით გაიხსნა. მასპინძლებს შეხვედრაში მოტივაცია არ აკლდათ, თუმცა თავის მატჩის გარდა სხვა პაექრობის შედეგზეც იყვნენ დამოკიდებულნი. სტუმრებს კი 2 მოგება ეწერათ ცხრილში და თავი უკვე ნახევარფინალში ჰქონდათ დაბევებული. საბოლოოდ შეხვედრა დინამოს გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ანგარიში ლუკა ბერიაშვილმა გახსნა, სანდრო კვირიკაშვილმა კი ორიოდე წუთში გაათანაბრა. გამარჯვების მომტანი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე ტაიმში გაიტანა.
პარალელურ მატჩში დინამოს ბაზაზე ლეხიასა და ტრაბზონსფორს შორის ორი უპასუხო გოლი გავიდა. ორივეჯერ თურქებმა გამოიჩინეს თავი. მატჩი მათივე უპირატესობით წარიმართა, გამარჯვებაც ტრაბზონელებს დარჩათ და ნახევარფინალის საგზურიც მიიღეს, სადაც დინამო თბილისს დაუპირისპირდებიან. დღევანდელ შეხვედრაში კი სეფა აკგიუნმა დუბლი შეასრულა.
მომდევნო ორი მატჩი კი დიდ ინტერესს იწვევდა. შერიფი ბეშიქთაშს დაუპირისპირდა, დინამო კი ალკმაარს დაუხვდა. დინამოს ბაზაზე ჩატარებულ მოლდოვურ-თურქული პაექრობა გამარჯვებულის გარეშე დასრულდა. არადა სახიფათო მომენტი ორივე გუნდმა უხვად შექმნა, თუმცა გოლის გატანა კი ვერ მოხერხდა.
დინამოს კი რომელსაც განაღდებული ჰქონდა ჯგუფში პირველი ადგილი, ძალზე მოტივირებული ალკმაარი შეებრძოლა. სანახაობრივი მატჩი გარდამავალი უპირატესობით, ხისტად და მაღალ ტემპში წარიმართა. ორივე გუნდი მაქსიმალურად ცდილობდა შეტევაში დროის გატარებას და არაერთი სახიფათო კომბინაცია თუ მომენტიც შექმნეს ერთმანეთის კართან. საბოლოოდ შეხვედრის 42- ე წუთზე ანტონ ოლივიე ფასემ შეხვედრის ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა და თავის გუნდს ჯგუფში მეორე ადგილი მოუპოვა.
ხვალ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტურნირის ნახევარფინაური მატჩები გაიმართება. 16.00 საათზე დინამო თბილისი ტრაბზონსფორს დაუპირისპირდება, ხოლო 18.00 საათზე ლოკომოტივი აზ ალკმაარს შეერკინება. დანარჩენი ორი მატჩი აკადემიის მოედანზე 18.00 და 20.00 საათზე შედგება. შესაბამისად შერიფი ლეხიას შეხვედება, ხოლო დინამო 2 ბეშიქთაშს მიიღებს.
მესამე დღის ამსახველ ფოტოგალერეას ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე იხილავთ:
ლეხია 0:2 ტრაბზონსფორი
ლეხია: გოლუნსკი, კაჩინსკი, ლანდოვსკი, ფრიგელი, მერხელი, დაბროვსკი, ზარიება, სჟიმანსკი, ხმულაკი, შტეფანიაკი, ესპერსენი
შეცვლაზე შევიდნენ: სლავეკი, ვირა, ტროხოვსკი
ტრაბზონსფორი: კაბლანი, სევინჩი, კარაკაში, იოზქანი, აკგიუნი, ჯალაპი, აჩილი, ასანი, აკჩაი, ჩინემრე, დურნა
შეცვლაზე შევიდნენ: ჯუმური, გენჩი, შაჰინი, ბაიკუში
ლოკომოტივი 1:2 დინამო2
ლოკომოტივი: ანდრიაძე, ჯაფარიძე, ნადარეიშვილი, ნანობაშვილი, არჩვაძე, ბაქრაზე, ქურდაძე, გამცემლიძე, მამფორია, კვირიკაშვილი, ებრალიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ძებნიაური, რუხაძე, კაკაბაძე, გრძელიძე, გაბუნია
დინამო2: მამარდაშვილი, ცანავა, ცერცვაძე, მექვაბიშვილი, გულდედავა, კვარაცხელია, ბერიაშვილი, იაკობიძე, აზაროვი, ნაჭყებია, ძოწენიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ხარსილაძე, გაბედავა, შარაძე, ჩარკვიანი, ვაწაძე
ბეშიქთაში 0:0 შერიფი
ბეშიქთაში: იოზქანი, ჯანი, ბილდიკი, ჩაი, სეჩგინი, კილიჩი, გიონდერიჩი, იაზიჯი, ერატი, აიგიუნი, ერგეჩი
შეცვლაზე შევიდნენ: ჩერი, ილმაზი, ილდირიმი
შერიფი: ლიხარევი, ბოიკო, კონოხოვი, კოსკოდანი, კოვჩენკო, კუზმენკო, მაკალიჩი, მოკონი, ნედოვი, ოსიპოვი, შტაიგილბერი
შეცვლაზე შევიდნენ: ჩებოტარი, კოპუტერკო, გლიგა
დინამო 0:1 ალკმაარი
დინამო: ბულისკერია, ჭურღულაშვილი, ნინუა, ბასარია, გაბელაია, ჩიქოვანი, დავითაშვილი, ბ. ხარშილაზე, ჯიჭონაია, ერგემლიძე, ჩეკურიშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ხარაბაძე, დარცმელია, ბაბუნაძე, ჩაკვეტაძე, გ. ხარშილაძე
ალკმაარი: შენდელაარი, ბადუ, ენსი, ფასე, დე ჰაასი, იაკობსი, კოოპმაინერსი, ლატუვერსი, ნინგ-ჰინგი, რიერი, ვან დერ ვახტი