• Geo
  • Eng
08.06.2016
ჭაბუკთა ლიგაში ორივე გუნდმა დიდი ანგარიშით მოიგო

ჭაბუკთა ლიგაში ბოლოსწინა ტურის მატჩები გაიმართა. დინამოს 15 წლამდელთა გუნდი ბოლნისის სიონს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 8:0 დაჯაბნა მეტოქე. ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდებმა მთელი შეხვედრა დიდი უპირატესობით წარმართეს. გოლები კი სიონის კარში იაკობიძემ (2), ცანავამ, დარცმელიამ, გაბელაიამ, ჩეკურიშვილმა, ვაწაძემ და ჩიქოვანმა გაიტანეს. 31 მატჩიდან დინამოს 15 წლამდელებმა 77 ქულა დააგროვეს და აღმოსავლეთ ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფებიან. 17 წლამდე დინამოელებმა ორი გოლით ნაკლები გაუტანეს ბოლნისელებს. დუბლი შეასრულეს ყურაშვილმა და ლურსმანაშვილმა. თითო გოლი კი თავის აქტივში ნაჭყებიამ და აბულაძემ ჩაიწერეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა 75 ქულა დააგროვა, აღმოსავლეთ ზონის სატურნირო ცხრილში კი ორი ტურის წინ გაინაღდა პირველობა.

 

სიონი U15  0:8  დინამო U15

დინამო U15: თვალოძე, ბასარია, ბ. ხარშილაძე, ცანავა, შარაძე, დარცმელია, გაბელაია, ბაბუნაძე, გ. ხარშილაძე, ქობულაძე, ჯიჭონაია

შეცვლაზე შევიდნენ: კარანაძე, ბერიაშვილი, ჩეკურიშვილი, ვაწაძე, ჩიქოვანი, იაკობიძე

 

სიონი U17  0:6  დინამო U17
დინამო U17: ისიანი, ნაჭყებია, დიდებაშვილი, კალხიტაშვილი, ცერცვაძე, ყურაშვილი, ღვინიაშვილი, უგრეხელიძე, აბულაძე, თაგვაშვილი, აზმაიფარაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: მამარდაშვილი, ძოწენიძე, ხარაბაძე, ლურსმანაშვილი, გურასაშვილი, სეიდოვი, ბაბუნაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024