• Geo
  • Eng
08.06.2016
მომავლის თასი დინამომ მოიგო

დასრულდა თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი- მომავლის თასი ივიკო, რომლის გამარჯვებულიც დინამო თბილისის აკადემიის გუნდი გახდა. ტურნირში 2004 წელს დაბადებული ფეხბურთელები იღებდნენ მონაწილეობას. რევაზ გვარაკიძის გუნდი ბენდელას სტადიონზე გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში, საბურთალო-ბენდელას დაუპირისპირდა და საინტერესო შეხვედრაში ორი უპასუხო გოლით აჯობა მეტოქეს. გოლები ფინალში თოდუამ და გეგიაძემ გაიტანეს. მანამდე ჯგუფურ ეტაპზე დინამოელებმა საბურთალო ბენდელას 4:0 მოუგეს. თბილისელებმა 9:0 კასპის სამთავისი დაჯაბნეს, ხოლო ქუთაისის მართვე 3:0 დაამარცხეს. მეოთხედფინალში დინამომ საბურთალოს სკოლას ერთის წილ ხუთი გოლი გაუტანა, ნახევარფინალში კი თბილისელებმა ვლადიკავკაზის იუნოსტს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

 

ტურნირის ბომბარდირი 8 გოლით დინამოელი საბა გეგიაძე გახდა. ტექნიკური მოთამაშის პრიზი ომარ თოდუამ მიიღო, ხოლო გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი ლუკა ლაცაბიძე გახდა.

 

U11 დინამო 2:0 საბურთალო-ბენდელა

დინამო U11: ჯოჯუა, ბაგრატიონი, მოლაშვილი, ცხოვრებაშვილი, ლაცაბიძე, კობახიძე, გეგიაძე, ბესელია, იობაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: თოდუა, ნიკოლეიშვილი, ბაბლუანი, გოცირიძე, მელქაძე, არჩაია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024