• Geo
  • Eng
04.06.2016
გამარჯვება უკრაინასთან

საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრები დღეს მეორედ დაუპირისპირდა უკრაინელ თანატოლებს. ორიოდე დღის წინ სტუმრებმა 1:0 იმარჯვეს. დღეს კი ჭაბუკმა ჯვაროსნებმა რევანში აიღეს და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 2:1 დაამარცხეს მეტოქე. გოლები შეხვედრის მიწურულს გავიდა. ჯერ სტუმრები დაწინაურდნენ ლიედნიევის გოლით, რომელიც სიტუაციაში კარგად გაერკვა და ზუსტად დაარტყა მეტოქის კარში. შემდეგ კოხრეიძემ ძლიერი და ზუსტი საჯარიმო დარტყმით აღადგინა წონასწორობა, ხოლო ჩოგაძემ ეფექტურ და ლამაზ კომბინაციას წერტილი დაუსვა და საქართველოს გამარჯვება 2:1 დააფიქსირა. გიორგი ყიფიანმა სასტარტო განაცხადში სამი დინამოელი- ლოჩოშვილი (კაპიტანი), ნინუა და ფოჩხუა გაამწესა. შეცვლაზე კი ქაფიანიძე, კიკალიშვილი, კობოური, კუცია, ჩაკვეტაძე და ერგემლიძე შეიყვანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024