ჭაბუკთა ლიგაში 17 წლამდელმა დინამოელებმა 35- ე სკოლას უმასპინძლეს და გამანადგურებელი ანგარიშით 7:1 დაამარცხეს მეტოქე. 4 გოლი გოგილაშვილმა გაიტანა, თითოჯერ კი თავი ლურსმანაშვილმა, ცერცვაძემ და კიკალიშვილმა გამოიჩინეს. ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა ამ მოგებით 72 ქულა დააგროვეს და აღმოსავლეთ ზონაში პირველი ადგილი გაინაღდეს.
დინამო U17 7:1 35- ე სკოლა U17
დინამო U17: ქავთარაძე, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, კალხიტაშვილი, ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, ღვინიაშვილი, უგრეხელიძე, გოგილაშვილი, ფოჩხუა, სეიდოვი
შეცვლაზე შევიდნენ: აზმაიფარაშვილი, დიდებაშვილი, თაგვაშვილი, გურასაშვილი