ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე ჭაბუკთა ლიგის გადადებული შეხვედრა გაიმართა. დინამოს 15 წლამდელთა გუნდმა ცხინვალის გუნდი მიიღო. ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდებმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხეს. ორი გოლი ცხინვალელებს ქობულაძემ გაუტანა, თითოჯერ კი მეტოქის კარი ხარშილაძემ და კვარაცხელიამ აიღეს. 29 მატჩიდან დინამოს 15 წლამდელებმა 74 ქულა დააგროვეს და აღმოსავლეთ ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფებიან.
დინამო U15 4:0 ცხინვალი U15
დინამო U15: მამარდაშვილი, გაბელაია, ბ. ხარშილაძე, ჯანგიძე, შარაძე, მექვაბიშვილი, კვარაცხელია, ბერიაშვილი, იაკობიძე, ჩიქოვანი, ქობულაძე
შეცვლაზე შევიდნენ: კარანაძე, გულდედავა, ცანავა, ჯიჭონაია, ვაწაძე, გაბედავა, ჩეკურიშვილი