გუშინ ვიტალი დარასელიას სახელობის პირველი საერთაშორისო ტურნირის მეორე სათამაშო ტური გაიმართა. შეჯიბრი ძალებს იკრეფს, რაც გუშინ გუნდების ასპარეზობაში აისახა. თბილისის ლოკომოტივმა რთულ პაექრობაში ლეხია გდანსკი 1:0 დაამარცხა. ტრაბზონსფორმა იმავე ანგარიშით დინამო 2- ს მოუგო. დრამატული გამოდგა ალკმაარისა და შერიფის მატჩი, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. ყველაზე სანახაობრივ შეხვედრაში კი დინამოელებმა ბეშიქთაში სამი უპასუხო გოლით დაჯაბნეს. გთავაზობთ SILK უნივერსალით გაშუქებულ გუშინდელი დღის შემაჯამებელ ვიდეო სიუჟეტს.