დღეს სტარტი აიღო 19 წლამდელთა ლიგის გათამაშებამ. ტურნირში გუნდები ზონალური პრინციპით, დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებად არიან დაყოფილი. შეგახსენებთ, რომ 19 წლამდელთა პირველობამ დუბლების ჩემპიონატი ჩაანაცვლა. დინამო თბილისის 19 წლამდელთა გუნდი, ლევან გვანცელაძის ხელმძღვანელობით პირველ ტურში რუსთავში ადგილობრივ გუნდს დაუპირისპირდა და პირველი 3 ქულაც მოიპოვა. მატჩის ერთადერთი გოლი შეცვლაზე შემოსულმა გოგილაშვილმა მეორე ტაიმში გაიტანა. აღსანიშნავია, რომ გუნდებს ძლიერ სიცხეში მოუწიათ ასპარეზობა, რამაც თავისებური დაღი დაასვა სანახაობრივ მხარეს, განსაკუთრებით კი შეხვედრის პირველ ნახევარს.
U19 რუსთავი 0:1 დინამო
დინამო U19: ისიანი, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, კობოური, ნემსაძე, ყურაშვილი, სილაგაძე, ფოჩხუა, ქავთარაძე, ჩაკვეტაძე, ძაგოევი
შეცვლაზე შევიდნენ: კუცია, გოგილაშვილი, ლილუაშვილი