საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები 2 და 4 სექტემბერს ლიტველ თანატოლებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ჭაბუკი ჯვაროსნები 2017 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. გიორგი ყიფიანმა შეკრებაზე და აღნიშნულ ამხანაგურ მატჩებში მნაწილეობის მისაღებად დინამო თბილისის 19 წლამდელთა გუნდიდან 9 ფეხბურთელს უხმო. ლევან ისიანი, დავით კობოური, ლუკა ლოჩოშვილი, ლუკა ფოჩხუა, გიორგი კუცია, ნიკა ნინუა, გიორგი ჩაკვეტაძე, ბექა ქავთარაძე და გიორგი გოგილაშვილი ტექნიკურ ცენტრ ბასაზე მოემზადებიან. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.