• Geo
  • Eng
30.08.2016
17 წლამდელთა გამარჯვება სირენკას თასზე

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები გურამ ასპინძელაშვილის ხელმძღვანელობით პოლონეთში იმყოფება და სირენკას თასის გათამაშებაში იღებს მონაწილეობას. 30 აგვისტოს ჭაბუკი ჯვაროსნები პირველ მატჩში ჩრ. ირლანდიას დაუპირისპირდნენ და 3:1 აჯობეს მეტოქეს. ორი გოლი ჩრდილოელთა კარში დინამოელმა ზუკა დავითაშვილმა გაიტანა, ერთი ბურთიც ივა გელაშვილის ანგარიშზეა. დინამოელთაგან ძირითად შემადგენლობაში ბულისკერია, ხარაბაძე, მექვაბიშვილი, ბაბუნაძე, დავითაშვილი და კვარაცხელია იმყოფებოდნენ. შეცვლაზე გაბედავა შევიდა. ტურნირის ნახევარფინალურ შეხვედრას საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები 1 სექტემბერს გამართავს, მეტოქედ კი უკრაინასა და რუმინეთს შორის გამარჯვებული ეყოლებათ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024