დინამო თბილისის 19 წლამდელთა გუნდმა ვიტალი დარასელიას აკადემიის მოედანზე ბოლნისის სიონი მიიღო. პირველობის მეორე ტურის შეხვედრა საინტერესოდ, მასპინძელთა უპირატესობით და მათივე გამარჯვებით წარიმართა. ლევან გვანცელაძის შეგირდებმა მეტოქეს ორის წილ ოთხი გოლი გაუტანეს. გოგილაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი კუციას და ლოჩოშვილის ანგარიშზეა. შემდეგ მატჩს ახალგაზრდა დინამოელები 9 სექტემბერს გორში, ადგილობრივი დილას 19 წლამდელებთან გამართავენ.
U19 დინამო 4:2 სიონი
U19 დინამო: ისიანი, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, ლოჩოშვილი, კობოური, ყურაშვილი, გოგილაშვილი, კუცია, ქავთარაძე, ჩაკვეტაძე, ძაგოევი
შეცვლაზე შევიდნენ: ნინუა, სილაგაძე, ლილუაშვილი