• Geo
  • Eng
08.06.2016
აკადემიის მწვრთნელები დარასელიას სახელობის ტურნირზე

27-31 მაისს დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიამ ვიტალი დარასელიას სახელობის პირველ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. თასის გათამაშებაში დინამოელთა 2 გუნდის გარდა, თბილისის ლოკომოტივმა, თურქულმა ტრაბზონსფორმა და ბეშიქთაშმა, მოლდოვურმა შერიფმა, პოლონურმა ლეხიამ და ჰოლანდიურმა ალკმაარმა მიიღეს მონაწილეობა. ამ უკანასკნელმა საბოლოოდ დინამოსთან ფინალურ ჭიდილში მოიპოვა მთავარი პრიზი. არაერთმა სტუმარმა და ფეხბურთის სპეციალისტმა აღნიშნა ჩატარებული ტურნირის მნიშვნელობა და ორგანიზების მაღალი ხარისხი. დინამო TV ჩატარებულ ტურნირთან დაკავშირებით ჩვენი კლუბის აკადემიის ხელმძღვანელის- ვესელინ ბრანიმიროვის და დინამოელთა ორივე გუნდის თავკაცის- ვლადიმერ გოჩაშვილისა და ვლადიმერ კაკაშვილის ინტერვიუებს გთავაზობთ.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024