• Geo
  • Eng
02.09.2016
19 წლამდელთა ნაკრებმა ლიტვასთან ფრედ ისპარინგა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა. გიორგი ყიფიანის გუნდმა ლიტვის 19 წლამდელთა ნაკრები მიიღო და ფრედ 1:1 დაცილდა. გოლები კუბილინსკასმა და ჩოგაძემ გაიტანეს. მატჩი კი დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. შეხვედრაში ხუთმა დინამოელმა მიიღო მონაწილეობა. ლუკა ლოჩოშვილი (ნაკრების კაპიტანი) და დავით კობოური ძირითად შემადგენლობაში გახლდნენ. ლუკა ფოჩხუა, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი გოგილაშვილი კი შეცვლაზე შევიდნენ. 4 სექტემბერს ამ გუნდებს შორის კიდევ ერთი სპარინგი იმავე სტადიონზე 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024