• Geo
  • Eng
16.06.2016
ნახევარფინალში 17 წლამდელებმაც დიდი ანგარიშით იმარჯვეს

დღეს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე 17 წლამდელთა შორის ჭაბუკთა ლიგის გათამაშების პირველი ნახევარფინალი შედგა. ისევე როგორც 15 წლამდელებში, აქაც ერთმანეთს დინამო და სამტრედია დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ძლიერი წვიმის თანხლებით გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. ვლადიმერ კაკაშვილის ფეხბურთელებმა კომფორტული სხვაობით დაამარცხეს მასპინძლები და საპასუხო ნახევარფინალისთვის, რომელიც დინამოს აკადემიაში 20 ივნისს ჩატარდება, საკამოდ ხელსაყრელი ფორა შეიქმნეს. გოლები დღევანდელ ნახევარფინალში ქაფიანიძემ, ყურაშვილმა და დავითაშვილმა გაიტანეს.

 

U17 სამტრედია 0:3 დინამო

დინამო U17: ისიანი, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, კალხიტაშვილი, ხარაბაძე, ყურაშვილი, კუცია, დავითაშვილი, გოგილაშვილი, ფოჩხუა, სეიდოვი

შეცვლაზე შევიდნენ: თაგვაშვილი, ძოწენიძე, ლურსმანაშვილი, ცერცვაძე, ღვინიაშვილი, ერგემლიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024