• Geo
  • Eng
15.06.2016
15 წლამდელებმა პირველი ნახევარფინალი დამაჯერებლად მოიგეს

ჭაბუკთა ლიგა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და დღეს 15 წლამდელთა ტურნირის პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. დინამოელებმა ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიაში სამტრედიას უმასპინძლეს და ფაქტიურად პირველივე შეხვედრაში გადაჭრეს თავისი ამოცანა, დაამარცხეს რა მეტოქე დიდი ანგარიშით 6:0. შეხვედრამ პირველიდან ბოლო წუთამდე ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდის უპირატესობით ჩაირა და ეს უპირატესობა გატანილ გოლებშიც აისახა. მატჩის განმავლობაში სამი დუბლი დაფიქსირდა. ჯიჭონაიამ, მექვაბიშვილმა და იაკობიძემ ორ-ორჯერ აიღეს სამტრედიელთა კარი. საპასუხო მატჩი, რომელიც ფინალის საგზურის მფლობელს გაარკვევს, სამტრედიაში 19 ივნისს გაიმართება. 17 წლამდე დინამოელები კი ხვალ ითამაშებენ სამტრედიაში თავის პირველ ნახევარფინალს.

 

U15 დინამო 6:0 სამტრედია

U15 დინამო: მამარდაშვილი, ბასარია, ბ. ხარშილაძე, ჯანგიძე, გაბელაია, დარცმელია, ჩიქოვანი, ბაბუნაძე, გ. ხარშილაძე, მექვაბიშვილი, ჯიჭონაია

შეცვლაზე შევიდნენ: კარანაძე, ბერიაშვილი, ვაწაძე, იაკობიძე, გულდედავა, ცანავა, შარაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024