დღეს დინამოს აკადემიის მოედანზე 19 წლამდელთა ლიგის შეხვედრა გაიმართა. დინამო თბილისმა საბურთალო მიიღო და 2:0 დაამარცხა მეტოქე. ეს დაპირისპირება გუშინ გაიმართა დინამოს საწვრთნელი ბაზის მოედანზე, თუმცა მატჩის 36- ე წუთზე ძლიერი წვიმის გამო არბიტრმა შეხვედრა შეაჩერა. მატჩი კი საშეჯიბრო განყოფილების გააწყვეტილებით დღეს გაგრძელდა. დინამოს შემადგენლობაში თავი გიორგი ზარიამ გამოიჩინა და ორივე გოლი თავის ანგარიშზე ჩაიწერა. ლევან გვანცელაძის გუნდს 7 მატჩიდან 19 ქულა დაუგროვდა და 24/3 ბურთების ბალანსით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ჩვენი 19 წლამდელები უკვე ევროთასების ეგიდით გამართავენ. უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველ რაუნდში დინამოელები ალმათის კაირათს უმასპინძლებენ. მატჩი 29 სექტემბერს დინამო არენაზე გაიმართება და 20.00 საათზე დაიწყება.
დინამო 2:0 საბურთალო
U19 დინამო: კულუა, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ყურაშვილი, მიქელთაძე (ძაგოევი 15), ფოჩხუა (კუცია 55), გოგილაშვილი (ქავთარაძე 70), ჩაკვეტაძე, ზარია