• Geo
  • Eng
19.09.2016
19 წლამდელთა ლიგაში დინამომ რუსთავს 14 გოლი გაუტანა

დღეს დინამო არენაზე 19 წლამდელთა პირველობის შეხვედრა გაიმართა. თბილისელებმა რუსთავს უმასპინძლეს და არასაფეხბურთო ანგარიშით - 14:0 დაამარცხეს მეტოქე. ანგარიშიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, თუ რამხელა სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ მასპინძლებს. ქავთარაძემ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა, სამი გოლი თავის ანგარიშზე ძაგოევმა ჩაიწერა, ორ-ორი ზუსტი დარტყმით გოგილაშვილი და ჩაკვეტაძე გამოირჩნენ, თითო გოლიც სტუმრებს ზარიამ და კობოურმა გაუტანეს. ლევან გვანცელაძის გუნდს 6 მატჩიდან 16 ქულა დაუგროვდა და 22/3 ბურთების ბალანსით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება.

დინამო 14:0 რუსთავი

U19 დინამო: კულუა, კაპანაძე, ჭურღულაშვილი, ლოჩოშვილი (ნინუა 55), კობოური, კუცია, ძაგოევი, ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 60), გოგილაშვილი (ქავთარაძე 60), ფოჩხუა, ზარია

U19 რუსთავი: მაზმიშვილი, გოცაძე, კიტეიშვილი, ვ. ბუჩუკური, გ. ბუჩუკური, გელაშვილი, ჩალაძე, კინწურაშვილი, ლომაშვილი, ტაბატაძე, ნიკოლიშვილი

მსაჯი: ირაკლი ხერხაძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024