დღეს ვიტალი დარასელიას აკადემიის მოედანმა ჭაბუკთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩებს უმასპინძლა. 15 და 17 წლამდე დინამოელებს მეტოქეობა ბოლნისის სიონმა გაუწია. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა თავიდანვე დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ მეტოქეს შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა. მოისწრაფიშვილმა ჰეთ თრიქი გაიფორმა ბოლნისელებთან, დუბლი იაკობიძემ შეასრულა, თითო გოლიც ჩარკვიანმა და თუდებიმ გაიტანეს. დინამოს 15 წლამდელები 4 ჩატარებული მატჩიდან მოპოვებული 4 გამარჯვებით სატურნირო ცხრილში ლიდერობენ. თავისი შეხვედრა წარმატებულად დაასრულეს ჩვენი აკადემიის 17 წლამდელებმაც, რომლებმაც სტუმრებს ერთის წილ სამი გოლი გაუტანეს. სიონის წინააღმდეგ თავი გაბედავამ, ჯიჭონაიამ და ჩიქოვანმა გამოიჩინეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 3 მატჩიდან დაგროვებული 6 ქულით გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. მორიგ მატჩებს დინამოელები კახეთის ჰერეთთან 24 სექტემბერს ჩაატარებენ.
U15 დინამო 7:0 სიონი
U15 დინამო: თვალოძე, თუდები, ჭავჭანიძე, ჯანგიძე, წაქაძე, მაღალდაძე, ჩარკვიანი, მექვაბიშვილი, ჯანგველაძე, მოისწრაფიშვილი, აზაროვი
შეცვლაზე შევიდნენ: გოდერძიშვილი, იაკობიძე, ქველაძე, ისმაილი, ფაცურია
U17 დინამო 3:1 სიონი
U17 დინამო: ბულისკერია, ხარშილაძე, გაბედავა, ძოწენიძე, გაბიტაშვილი, დარცმელია, კვარაცხელია, ბაბუნაძე, გ. ხარშილაძე, ლურსმანაშვილი, ჯიჭონაია
შეცვლაზე შევიდნენ: ჩიქოვანი, გულდედავა, უგრეხელიძე, ობოლაძე