დინამოს 19 წლამდელთა შემადგენლობა მოახლოებული ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. ლევან გვანცელაძის შეგირდებმა ტურნირის დაწყებამდე კიდევ ორი სპარინგ მატჩი ჩაატარეს. დინამო 19 წლამდელებმა ჯერ მარკ სტარსს უმასპინძლეს და 0:1 დამარცხდნენ, ხოლო შემდეგ ცხინვალის 19 წლამდელებს დაუპირისპირდნენ და ხუთი უპასუხო ბურთით იმარჯვეს. გოლები ცხინვალის კარში ნინუამ, კუციამ (2), ლილუაშვილმა და ყურაშვილმა გაიტანეს. დინამოელები ჩეპიონატის პირველ მატჩს 22 აგვისტოს რუსთავში, ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
U19 დინამო 0:1 მარკ სტარსი
დინამო: ბულისკერია, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, კუცია, სილაგაძე, დავითაშვილი, ქავთარაძე, ჩაკვეტაძე, ძაგოევი
შეცვლაზე შევიდნენ: კულუა, კაპანაძე, ქაფიანიძე, ნემსაძე, ყურაშვილი, გოგილაშვილი, აგდგომელაშვილი, ლილუაშვილი, ფოჩხუა, გაბიტაშვილი,სეიდოვი
U19 ცხინვალი 0:5 დინამო
დინამო: ისიანი, კაპანაძე, ჭურღულაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ნინუა, სილაგაძე, ჩაკვეტაძე, გოგილაშვილი, ფოჩხუა, ძაგოევი
შეცვლაზე შევიდნენ: მამარდაშვილი, კიკალიშვილი, ძოწენიძე, ნემსაძე, კუცია, დავითაშვილი, ლილუაშვილი, ყურაშვილი, ხარაბაძე