ჭაბუკთა ლიგა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. 15 და 17 წლამდელთა გათამაშებაში ორი ფინალური შეხვედრა დარჩა გასამართი, რათა შესაბამის ასაკობრივ ტურნირში საქართველოს ჩემპიონი გაირკვეს. სასიხარულოა, რომ ორივე გადამწყვეტ დაპირისპირებაში დინამოს აკადემიის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. შეიძლება ითქვას, რომ სამტრედიასთან ნახევარფინალის პირველივე მატჩებში თბილისელებმა ფაქტიურად გადაწყვიტეს ფინალური საგზურის მფლობის ბედი, იმარჯვეს რა შესაბამისად 6:0 და 3:0. საპასუხო ნახევარფინალები დინამოელებმა 3:0 და 5:0 დაასრულეს. გოლები 15 წლამდელთა შემადგენლობიდან იაკობიძემ, ბაბუნაძემ და ქობულაძემ გაიტანეს. 17 წლამდელებში კი თავი სეიდოვმა (ჰეთ თრიქი, ბაბუნაძემ და ქობულაძემ გამოიჩინეს. 25 ივნისს 15 წლამდელთა ფინალში ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდი საბურთალოს შეხვედბა, ხოლო ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდები ქუთაისის ტირპედოს დაუპირისპირდებიან. ფინალები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 25 და 26 ივნისს ჩატარდება.
U15 დინამო: თვალოძე, გაბელაია, ბ. ხარშილაძე, ბასარია, შარაძე, დარცმელია, ჩიქოვანი, ბაბუნაძე, იაკობიძე, ბერიაშვილი, გ. ხარშილაძე
შეცვლაზე შევიდნენ: კარანაძე, მექვაბიშვილი, ვაწაძე, ჯიჭონაია, გულდედავა, ქობულაძე, ჩეკურიშვილი
U17 დინამო: ისიანი, კიკალიშვილი, დიდებაშვილი, ძოწენიძე, ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, ღვინიაშვილი, დავითაშვილი, ერგემლიძე, უგრეხელიძე, სეიდოვი
შეცვლაზე შევიდნენ: მამარდაშვილი, ნაჭყებია, თაგვაშვილი, ყურაშვილი, აბულაძე